რაც შეეხება რესპონდენტთა სამუშაო სტატუსს , გამოკითხულთა უმრავლესობა - 60% დაქირავებული მუშაკია , რომელთა 78%-იც სარგებლობს კერძო დაზღვევით. რაც განპირობებულია იმით, რომ დაქირავებულ მუშაკთა უმრავლესობა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელია. მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა მხოლოდ 12% სარგებლობს ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევით.
კვლევის არეალი მოიცავდა თბილისს და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხნენ. გამოიკითხნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.