გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს შორის ბოლო საკითხად განკარგულების პროექტი "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” განიხილეს.
საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ქართული კომპანიებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათები 2020 წლის ოქტომბერში შემოიღო, მისი მიზანი კი ქვეყნის რეგიონული ჰაბის პოტენციალის გაძლიერება და მულტინაციონალური კომპანიების დაინტერესება იყო. რამდენმა კომპანიამ მიიღო დღეისთვის სტატუსი?