მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეასრულებს ქუთაისის მერის მოვალეობას ხახალეიშვილის გადადგომის შემდეგ?

ქუთაისი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ხახალეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მერის მოვალეობას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ BM.GE-ის ქუთაისის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მერის პირველი მოადგილე ამ მერის მოვალეობას 2025 წლამდე ადგილობრივი არჩევნებამდე შეასრულებს.

დავით ერემეიშვილის სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება 1996 წლიდან აქვს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ასევე ფინანსურ პოლიციაში მუშაობის შემდეგ მან 2007 წლიდან კომერციულ ბანკში, კერძოდ კი „საქართველოს ბანკში“ გააგრძელა მუშაობა, შემდეგ კი 2019 წლამდე „მოგოში“ მუშაობდა. 2019 წლიდან დღემდე დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს. ის უფლებამოსილებაში შედის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისა და კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დაამტკიცოს მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტები.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მის Facebook-ის პირად გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ის „ქართული ოცნებაში“ რჩება და პარტიული საქმიანობას თბილისში გააგრძელებს. როგორც BM.GE-ის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, იოსებ ხახალეიშვილს უფლებამოსილება 16 ივლისიდან შეუწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები