მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ შეიძლება ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას?

BM.GE
03.05.19 23:13
952
მიწის საკუთრების “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  შესახებ“ ორგანული კანონის პროექტს 111 ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. მასთან ერთად მიიღეს “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი.

პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას. მისი დასახელება განისაზღვრა შემდეგნაირად - სსიპ მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული სააგენტო. იგი შეითავსებს ფუნქციებს, რომლებიც უკავშირდება მიწის კატეგორიებისა და ბალანსების თემას, იგი ასევე უზრუნველყოფს იმ პროცესებს, რომლებმაც მიწის ბაზის სწორად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

სტუმარი: ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტი; თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები