საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებში შედის: პრომეთეს მღვიმე; მარტვილის კანიონი; სათაფლია; მტირალას ეროვნულ პარკი; წალკის კანიონი;
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 5 თვეში, ჯამში მათ 153 730 ვიზიტორი ესტუმრა. საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე.