მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ წარადგენს საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, სადაც გამარჯვებისთვის მთავრობამ ₾1 მლნ დააწესა

ზამთრის ოლიმპიადა

იტალიაში, მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, სადაც საქართველო სპორტის ორ სახეობაში რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, წინა ოლიმპიადების მსგავსად, საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენებისთვის სოლიდური ფულადი ჯილდოებია დაწესებული.

მთავრობის განკარგულებით, ოლიმპიურ თამაშებზე შემდეგი თანხები გამოიყო:

  • ოქროს მედალი - 1 000 000 ლარი;
  • ვერცხლის მედალი - 500 000 ლარი;
  • ბრინჯაოს მედალი - 300 000 ლარი.

საქართველოს ნაკრები წელს რვა სპორტსმენით ასპარეზობს. მათგან ექვსი ფიგურულ ციგურაობაში გამოდის, ორი კი სამთო-სათხილამურო სპორტში.

ფიგურული ციგურაობა:

  • ნიკა ეგაძე (ევროპის მოქმედი ჩემპიონი);
  • ანასტასია გუბანოვა;
  • ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (წყვილებში ევროპის მოქმედი ჩემპიონები);
  • დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).

სამთო-სათხილამურო სპორტი:

  • ნინო წიკლაური;
  • ლუკა ბუჩუკური.

აღსანიშნავია, რომ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები უკვე წარმატებით ასპარეზობს. გუნდურ ჩათვლაში მათ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს და 10 საუკეთესო გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 6-დან 22 თებერვლამდე იმართება. მასში მსოფლიოს 93 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. წლევანდელი თამაშები რეკორდულია ქალი სპორტსმენების რაოდენობით. ოლიმპიური შეჯიბრებები ზამთრის სპორტის 16 სახეობაში ტარდება.

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, 6-15 მარტს, იტალია პარაოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლებს, სადაც მედლები სპორტის 6 სახეობაში გათამაშდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები