მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ თანხას სახელმწიფო შესყიდვების გზით? - TOP-10 შემსყიდველი

648f40324ab69
ნინო ტაბატაძე
20.06.23 10:00
2088
2022 წელს, სახელმწიფო შესყიდვებზე რეკორდული თანხა 7.399 მლრდ ლარი დაიხარჯა,
რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. 2021 წელს ეს თანხა 5.7 მილიარდს შეადგენდა. 2011 წელთან შედარებით სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის მოცულობა 2.7-ჯერ გაიზარდა - 2.6 მლრდ-დან 7.4 მლრდ-მდე.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერების მეშვეობით გაფორმებული ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების 42%-ს „ტოპ 10“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველზე მოდის, რაც თანხობრივად 2,924,806,74 ლარს უტოლდება.

ტოპ-10 შემსყიდველი ორგანიზაცია

1. საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 170 ხელშეკრულება / 1.067 მლრდ ლარი;
2. საგანმანათლებლო/ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 191 ხელშეკრულება / 520.28 მლნ ლარი;
3. მუნიციპალური განვითარების ფონდი - 48 ხელშეკრულება/ 340.5 მლნ ლარი;
4. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 89 ხელშეკრულება/ 251.14 მლნ ლარი;
5. შსს - 477 ხელშეკრულება/ 210 მლნ ლარი;
6. თბილისის მერია - 265 ხელშეკრულება - 174.16 მლნ ლარი;
7. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 118 ხელშეკრულება/ 114.78 მლნ ლარი;
8. სოციალური მომსახურების სააგენტო - 23 ხელშეკრულება / 105.89 მლნ ლარი;
9. თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 175 ხელშეკრულება/ 76.52 მლნ ლარი;
10. გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 26 ხელშეკრულება / 64.07 მლნ ლარი;

შესყიდვების სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლის, მომსახურების თუ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 4,373,505,323 ლარზე დაიდო ხელშეკრულება. მიმწოდებლებს შორის კონკურენციის პირობებში კი, საერთო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 424 მილიონი ლარის ეკონომია. სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული ეკონომიის თითქმის ნახევარი - 208,065,088 ლარი „ტოპ 10“ შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე მოდის.

ყველაზე მეტი - დაახლოებით 275 მილიონი ლარი, დაიზოგა ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, 90 მლნ ლარზე მეტი საქონლის, ხოლო 58 მლნ ლარამდე მომსახურების შესყიდვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები