მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს ლისი ტოპოგრაფში?

ვინ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს ლისი ტოპოგრაფში?
19.03.24 15:45
1731

ვინ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს ლისი ტოპოგრაფში?

ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის კერძო დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან, რომლის კომერციული მიმართულების მართვას ახორციელებს „საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო“ (GREA).

რა ეტაპზეა პროექტის განვითარება?

„პროექტის გაყიდვები 2021 წლის ზაფხულში დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების 80%-მდე გაყიდულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, A სექტორში გზის ასფალტის პირველი ფენა დაიგო. უბანში მიმდინარეობს ღობეების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე პარკირების ზონის მოწყობის სამუშაოები, ისევე როგორც პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობა“ - აცხადებს ნინო აბსანძე - ლისი ტოპოგრაფის პროექტის განვითარების კონსულტანტი და GREA-ს დამფუძნებელი.

ვინ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს ლისი ტოპოგრაფში?

ლისი ტოპოგრაფის უბნის მობინადრეების 95% ქართველია, რომელთა უმრავლესობამ პროექტი გრძელვადიან საცხოვრებელ ადგილად აირჩია, პროექტის უნიკალური კონცეფციის და გამორჩეული მდებარეობის გამო.

რამდენად გამართლებულია ინვესტირება თქვენს პროექტში?

ლისი ტოპოგრაფში ფასები პროექტის ჩაშვებიდან დღემდე საშუალოდ 80%- ით არის გაზრდილი. ვინაიდან მიწის ნაკვეთების არჩევანი მუდმივად მცირდება, ხოლო პროექტის განვითარება ბოლო ეტაპზეა და უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი, ფასები მუდმივად იზრდება. ვფიქრობთ პროექტის დასრულებისას, 2024 წლის ბოლოს, ფასი დამატებით 50% - ით იქნება გაზრდილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტს პრაქტიკულად არ აქვს მეორადი ბაზარი, რაც უძრავი ქონების ბიზნესს ხშირად ახასიათებს.

ამ ეტაპზე 40-მდე სახლი მშენებლობის პროცესშია, 100-ზე მეტი სახლი პროექტირების ან ნებართვის მოპოვების ეტაპზეა.

რამდენად დიდია მოთხოვნა უბნური ტიპის კერძო დასახლებებზე?

GREA (www.grea.ge) რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს უძრავი ქონების სექტორში და ეხმარება დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი, მოგებიანი პროექტების შექმნაში და მათი გაყიდვების მართვაში. ლისი ტოპოგრაფის გარდა ჩვენ სხვა რამდენიმე უბნური ტიპის პროექტს ვმართავთ როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ჩვენი დაკვირვებით ამ მიმართულებით მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ამ ეტაპზეც რამდენიმე ახალი, მსხვილი უბნური ტიპის პროექტის დამუშავების პროცესშიც ვართ ჩართულები, რომლებსაც მალე წარვადგენთ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები