მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას?

BM.GE
10.04.23 13:59
267
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2022 წელს გაყიდული ბინების მეხუთედი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას მჟავანაძემ განაცხადა, ზრდა 2019 წელთან შედარებით 2%-ია. თბილისში გაყიდული ბინების 5%, ხოლო ბათუმში 20% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მეორე ადგილზე დედაქალაქში 1%-იანი მაჩვენებლით ირანის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ჯამურად 1000-მდე ბინა იყიდეს. 

ბათუმსა და თბილისში მდებარე უძრავი ქონების მიმართ ინტერესი იზრდება ისრაელის, პოლონეთის, გერმანიისა და აშშ-ს მოქალაქეების მხრიდანაც. ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას და რა სამართლებრივი პროცედურებია ამისთვის საჭირო, თემაზე გასული კვირის „უძრავი ქონების პროსპექტში“ თიბისი კაპიტალიდან ასოცირებული მკვლევარი გიორგი მჟავანაძე და ზურაბ ახალაძეს - “გრანთ თორნთონის” იურიდიული მიმართულების უფროსი იურისტი გვსტუმრობდნენ, დეტალები ვნახოთ ინტერვიუში. 


სტუმრები: გიორგი მჟავანაძე - „თიბისი კაპიტალის“ ასოცირებული მკვლევარი;
ზურაბ ახალაძე - “გრანთ თორნთონის" იურიდიული მიმართულების უფროსი იურისტი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები