2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს:
ვინ უკვეთავს რეკლამას?
2023 წლის III კვარტალში, „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 100-დან 500 ათას ლარამდე მერყეობს, შემდეგნაირია: „დიპლომატ ჯორჯია”; „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; „სლობოდა”; „პსპ ფარმა”; „აიდიეს ბორჯომი თბილისი”; „წყალი მარგებელი”; „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”; „ქართული სადისტრიბუციო - მარკეტინგული კომპანია”; „კოლგეიტ პალმოლივი” და „არქი პრომოუშენი”.
„რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთი კომპანიების ათეული, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 50-დან 500 ათასი ლარის ფარგლებში უხდიდნენ, „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სლობოდა”, „გალფი”, „ვისოლი”, „კოლგეიტ პალმოლივი”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „შპს იმპელ დეველოპმენტი”, „ავერსი-ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია” წარმოადგენენ.
„მთავარ არხს” რეკლამისთვის 7-დან 500 ათასამდე ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, „პსპ ფარმამ”; „ვისოლმა”, „დიპლომატ ჯორჯიამ”, „წყალი მარგებელმა”, „ავერსი ფარმამ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა”, „სელფი მობაილიმა”, „ვიმ ბილ დან საქართველომ” და „მაკდონალდსმა” გადაუხადეს.
ტელეკომპანია „ფორმულას” კი, რეკლამაში 7-დან 500 ათასამდე ლარს შემდეგი კომპანიები უხდიდნენ: „კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯია”, „პსპ ფარმა”, „თიბისი ბანკი”, „შპს სი კორპორეიშენ22”, „თეგეტა მოტორსი”, „ავერსი-ფარმა”, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, „კ. ერისთავიის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი” და „დიპლომატ ჯორჯია”.
პოსტვ”-ის შემთხვევაში, ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომელთა გადახდილი თანხაც 7-დან 500 ათასამდე მერყეობდა, „კავეა”, „კავკასუს ავტო სერვისი”, „ტიფლის ფაბი”, „სტერეო+”, „რესპუბლიკა”, „რძისამე”, „ფალავანი”, „ვისოლი”, ასევე, „გალფი” და „დიპლომატ ჯორჯია” იყვნენ.
ხოლო „ტელეკომპანია პირველს” რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „გალფი”, „კავეა”, „ჯინო პარკი”, „წყალი მარგებელი”, „ვენდისი”, „დანკინ დონათსი”, „დიპლომატ ჯორჯია” და „ვისოლი” უხდიდნენ.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირმა რეკლამამ, 9%-ზე მეტი კი სპონსორობამ დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.