9 თვეში $1 000 000 - ასეთია ლაშა ანთაძის მიერ მოზიდული ინვეტიციების ოდენობა, რომელიც TechStars 2018-ის მონაწილე და Shelf.Network-ის დამფუძნებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ახლადშექმნილია, მან 9 თვეში უკვე $1 000 000 ინვესტიცია მოიზიდა და დამატებით იაპონიის უმსხვილეს მოთამაშესთან $1 100 000 ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
რაც შეეხება Shelf.Network-ს, ის Shelf ბლოქჩეინის გამოყენებით წარმოადგენს გამჭირვალე, უსაფრთხო და გაცილებით უფრო პრაქტიკული აუქციონის სისტემას.
Shelf.Network-მა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მათ შორის Frontier Innovation-ის საერთაშორისო ჯილდო ბლოკჩეინის გამოყენების საუკეთესო ქეისის შექმნისთვის და BlockShow 2018-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო ევროპულმა ბლოკჩეინ სტარტაპმა.
გარდა Shelf.Network-ისა, ლაშა ანთაძეს გამოცდილება ასევე აქვს საერთაშორისო ანტიკორუფციული რეფორმებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მენეჯმენტშიც. მან ასევე მონაწილეობა მიიღო მე-5 რეგიონული #FreedomTech კონფერენციაზე, სადაც ტოკენიზაციის შესახებ ისაუბრა, კერძოდ, – “ყველა ტოკენი თანაბარი არ არის!”.
ცნობისთვის: ლაშა ანთაძეს ხვალ 5 თებერვალს, “ტერმინალში” 19:00 საათზე, Startup Grind Tbilisi Georgia მასპინძლობს, სადაც დამსწრე საზოგადოებას, მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნება.

























