მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო, უნდა დაისაჯოს – პრეზიდენტი გარდაცვლილ ოპერატორზე

60ead44787193
BM.GE
11.07.21 15:20
618
ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

Tv Pirveli–ს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა - გამოძიება დაწყებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები