მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვინც არ უნდა გახდეს ყაზტრანსგაზის მფლობელი, მან სალიცენზიო პირობები უნდა შეასრულოს"

5ab4b26232cd7
თამუნა დემეტრაშვილი
23.03.18 12:00
875
"სპეციალური მმართველი ყაზტრანსგაზ თბილისში იმ დრომდე დარჩება, სანამ მფლობელი ლიცენზიიით დაკისრებულ პირობებს არ შეასრულებს", - აღნიშნული განცხადება კომპანია "ყაზტრანსგაზის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა გადაცემა ,,საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ყაზახური მხარე ვერ ასრულებდა სალიცენზიო პირობებს, რის გამოც კომპანია სპეციალური მართვის ქვეშ გადავიდა.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია თბილისელების უწყვეტი გაზმომარაგება და სახელმწიფო არ ერევა კერძო მოლაპარაკებაში, ვინც არ უნდა გახდეს ყაზტრანსგაზის მფლობელი, მან სალიცენზიო პირობები უნდა შეასრულოს, მანამდე კი კომპანიის ხელმძღვანელობას სპეციალური მმართველი გააგრძელებს", - აღნიშნა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისი" ყაზახურმა მხარემ გაყიდა და კომპანიის მიმართ ინტერესი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს აქვს. მოგვიანებით GIG-მ დაადასტურა, რომ "ყაზმუნაიგაზთან“ წილის შესყიდვაზე პრინციპული თანხმობა მიღწეულია. ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები