მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ნებაყოფლობით დააბრუნებს, მოხდება განრიდება - პრემიერი

649f000711516
BM.GE
30.06.23 20:15
4098
თუ დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აქ პოზიცია არის შემდეგი, რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

"გუდაურშიც იყო, სხვაგანაც იყო ეს პრობლემები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო. მოვიკითხე აღნიშნული საკითხი, თუ კონკრეტულ გვარს და სახელს შემდეგ ჩამაწერინებთ, კონკრეტულად გავეცნობი, ათასობით საქმეა, ვიცი, პროკურატურას შემდეგი პოზიცია ჰქონდა ამ ათასობით საქმესთან დაკავშირებით რომ თუ გამოძიების ფარგლებში დამტკიცდება, რომ ამა თუ იმ პირს ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რა თქმა უნდა , ის დაუკანონდება და არავინ არაფერს არ გაუჩერებს,მაგრამ თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,აქ პოზიცია არის შემდეგი რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება.

არ მინდა ზედმეტი ვთქვა,ეს პროკურატურის პრეროგატივაა,მაგრამ მე მგონი ასეთი პოლიტიკა აქვს შემუშავებული პროკურატურას, თუ კონკრეტულ გვარსა და სახელზეა საუბარი შეგიძლიათ დამიტოვოთ და მე შუამდგომლობით მივმართავ პროკურატურას, რომ განიხილოს მათი საკითხი,მაგრამ მიდგომა ასეთი იქნება, აბსოლუტურად ჰუმანური და სამართლიანი. ჩვენ არავის არ დავჩაგრავთ, არავის არაფერს არ წავართმევთ, პირიქით თუ ვინმეს რამე ეკუთვნის დავუკანონებთ, თუ არ ეკუთვნის ვთხოვთ რომ დააბრუნოს, რომ შემდეგ მოხდეს მშვიდობიანად მორიგება", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები