მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინმე გვემუქრება, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს [პრეზიდენტის დასავლური კავშირების]? - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ვინმე გვემუქრება დასავლეთიდან? თუ რატომ უნდა გვეშინოდეს [პრეზიდენტის დასავლური კავშირების]?, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ ეშინია „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის დასავლური კავშირების და ამის გამო გეგმავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

„ვინმე გვემუქრება დასავლეთიდან? თუ რატომ უნდა გვეშინოდეს? როცა ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრობთ და სალომე ზურაბიშვილი მოგყავთ საპირწონედ, ადამიანი, რომლისთვისაც დიპლომატიის მაგალითი იყო ლავროვი, არასწორია. ხოლო ჩვენ, თუკი ამ ქვეყანას რაიმე პროგრესი აქვს ევროპული ინტეგრაციის მხრივ, აქვს „ქართული ოცნების“ პირობებში, ასე რომ, ამაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრევენცია იქნება მომავალში, რომ კანონის დარღვევა აღარავინ განიზრახოს.

„თუკი ასე შეხედავს ვინმე, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ბოლშევიკური მიდგომა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და თუკი ვინმე ცდილობს, რომ წარმოადგინოს რამე მიზანი რომ საზღვარგარეთ ვიზიტი არის კეთილი მიზნებით, ქართველი ხალხის ძირითადი კანონის დარღვევის ხარჯზე, ასე აზროვნებდნენ ბოლშევიკები. ჩვენ ვამბობთ, როცა კონსტიტუცია ირღვევა, ოღონდ არა შემთხვევით, უცოდინრობით, არამედ ეს არის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა. ამაზე უნდა გვქონდეს რეაგირება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ყველაზე მთავარი წესი არის კონსტიტუცია და თუკი ამას ვინმე ძირს გამოუთხრის, წყალს შეუყენებს და გადაგვახევს თავზე, ეს ჩვენ არ უნდა გავატაროთ და რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ. უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირით ადრე ეზღუდება, თუმცა კანონდარღვევას მომავალი პარლამენტი აღარ დაუშვებს. ეს არის პასუხი როგორც მის ქმედებებზე, ასევე პრევენცია მომავლისთვის, რომ არ იყოს არანაირი ბუნდოვანება შემდეგი პრეზიდენტის მხრიდან“, - თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები