"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოს საქმე იქნება, რომ განიხილოს ის პირველი ფაზა, რომელსაც მე ამ საქმის ფესვებს ვუწოდებ“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის ფრანგმა ადვოკატმა ვინსენტ ბერგერმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის, რაც ამ საქმეში ძალიან გამიკვირდა არის ის, რომ 2008 წელს მომხდარი ფაქტების ძალიან გვიანი გახსენება მოხდა და ასევე დამაკლდა სამართლიანი მიდგომები ამ პროცედურაში ბანკის მმართველების მიმართ.
სწორედ ამ შეცდომებმა და ამ აცდენებმა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში გამოსწორება ვერ ჰპოვა, ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მათი ქმედებების გამო „თიბისი ბანკმა" ძალიან დიდი ზარალი განიცადა.
ბანკის სარწმუნოობა და რეპუტაცია შეილახა, ისევე როგორც მისი მმართველების. გარდა ამისა მათ ჯარიმები დააკისრეს, ასევე აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ მმართველთა ადმინისტრაციული საბჭოდან.
შესაბამისად, ამ მოცემულობაზე დაყრდნობით ჩვენ მომავალში ინდივიდუალურად შევისწავლით ამ საქმეს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოს საქმიანობა იქნება, რომ განიხილოს ის პირველი ფაზა, რომელსაც მე ამ საქმის ფესვებს ვუწოდებ“ - განაცხადა ბერგერმა.

























