მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

63ff8f849bad8
ნინო ტაბატაძე
01.03.23 22:00
3565
„ბილაინის“ ბრენდის მფლობელ „ვიონი საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.

1 მარტიდან ლაშა ტაბიძე პოსტი ვადაზე ადრე დატოვა. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ ბერიშვილია. ის, 2015 წლიდან ამ დრომდე ფინანსური დირექტორის სავარძელს იკავებდა.

აღსანიშნია, რომ “ვიონი საქართველოს”, ანუ “ბილაინის” 100%-იანი წილი გასულ წელს CBS ჯგუფის საკუთრებაში გადავიდა. CBS ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას განცხადებით, VEON-ის მფლობელ LetterOne-თან აქტივის შეძენისთვის მოლაპარაკებებს 3 წელი დასჭირდა და მის დროულად დასრულებას ხელი უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეუშალა, თუმცა საბოლოოდ ტრანზაქცია შედგა და დღეს “ბილაინი” სრულად ქაართულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისათვის, „ბილაინი“ 1.4 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით. დაანონსებულია კომპანიის რებრენდინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები