მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიპოვეთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ - თურნავა

თურნავა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საუბრისას ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება. 

თურნავა აღნიშნავს იმასაც, რომ მათთვის სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. 

"მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა პროგრამა შეჩერდა, სავალუტო ფონდისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ჩვენ ამ პროგრამის აღდგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. 

მათი მთავარი მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განსაკუთრებით უნდა ჭარბობდნენ არააღმასრულებელი წევრები, რაც გამჭვირვალობას  და დამოუკიდებლობას ზრდის. ამის ჩვენ წინააღმდეგი არც არასდროს ვიყავით. ახლა ამას დაემატა არასწორი აღქმა, რაც გაჩნდა საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. როცა მათ არგუმენტებს წარვუდგენთ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული რეკომენდაციები, მაგრამ როცა მოისმენენ ჩვენს პოზიციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ და შემდეგ უკვე შეიძლება პროგრამის აღდგენაზე ვიფიქროთ", - ამბობს ნათია თურნავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები