მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VIPTRADE ობლიგაციების გამოშვებაში დამწყები კომპანიების დახმარებას გეგმავს

5cb324c8b323d
დავით ჯალაღონია
14.04.19 16:45
1057
VIPTRADE–ს გენერალური დირექტორის რეზი ტაბატაძის განცხადებით, მისი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ობლიგაციების გამოშვებაში დახმარებას გეგმავს. ამის შესახებ მან ობლიგაციების ბაზრის მნიშვნელობაზე საუბრისას გადაცემაში "Forbes კვირა" განაცხადა.

"ეს ჩვენი ერთ–ერთი მიზანია, რომლითაც მოგვიანებით შემოვალთ საქართველოში. გრძელვადიან პერსპექტივაზეა აქ საუბარი და ჩვენ დავეხმარებით ყველა მსურველს იმისთვის, რომ მათ დაიწყონ შემოსავლების, გარკვეული თანხების მიღება და ინვესტიციები ამ მიმართულებით", – განაცხადა რეზი ტაბატაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე არსებულ ვითარებას, როგორც VIPTRADE–ს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ამ მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ მსხვილი, გამოცდილი კომპანიები აქტიურობენ.

"სამწუხაროა, რომ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კომპანია ცდილობს, განვითარდეს ამ მიმართულებით, თუმცა ტენდენციები საკმაოდ წარმატებულია. ძირითად შემთხვევაში ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით აქტიურობს "საქართველოს ბანკი", "თიბისი კაპიტალი", Galt&Taggart, თუმცა ჩვენი კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს, რომ დამწყებ კომპანიებსაც მისცეს შესაძლებლობა, ამ მიმართულებით აქტიურად ჩაერთონ", – განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები