მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიქნები მოწოდებული საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებით" - გაბიტაშვილი

გაბიტაშვილი

ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიქნები სულ ღია და მოწოდებული საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებით, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჰკითხა, როგორ გაგრძელდება აუდიტის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობა.

გაბიტაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია არამარტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. სამსახურს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა მიიღო ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც აუდიტორიული საქმიანობის სფეროში არსებობს; იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც შეიძლება აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვის გამოიყენოს, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, არამარტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის... ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიქნები სულ ღია და მოწოდებული საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებით”, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, “ოცნებამ” უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი პოსტზე პოსტზე 2024 წლის 18 ივლისს 6 წლის ვადით დაინიშნა. უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ამ მცირე დროის განმავლობაში ის დაასანქცირეს დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები