მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ დოლიძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

5dea211332e89
BM.GE
06.12.19 13:33
944
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცვლა.

ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა განახლებული ინფომრაცია მიაწოდეს საქართველოს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ICRC-ს აქტიური ჩართულობის თაობაზე და განაცხადეს რომ რეგულარულ რეჟიმში, ორკვირიანი ინტერვალით განაგრძობენ მის მონახულებას. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ICRC-ს წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე ვიქტორ დოლიძემ პირველი შეხვედრა ა.წ. 18 ნოემბერს გამართა.

საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების შესახებ ვიქტორ დოლიძემ ასევე შეხვედრები გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის ხელმძღვანელთან, ხოსე მარია არანასთან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ანჯელა ლი როსისთან, ჟენევაში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა სექციის ხელმძღვანელთან, ბელა სზომბატისთან, ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, მარკ კასაირთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ მომხსენებელთან, სესილია ხიმენეს - დამარისთან.

ვიქტორ დოლიძემ მათ დეტალურად მიაწოდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფომრაცია და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები