მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ წილოსანი - “ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გაგრძელდება”

614b0dc310dae
ლიკა გურაბანიძე
27.09.21 09:30
944
“ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გაგრძელდება” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, პარკირების 1 ლარიანი ტარიფი იმ პროცესზე რისთვისაც ეს სისტემა შეიქმნა დადებითად მოქმედებს.

“ეს ფისკალური ეფექტის მატარებელი ღონისძიება არ არის. ეს თავიდან ბოლომდე დამაბრკოლებელია იმისათვის, რომ იმ ადგილზე, სადაც მობილობა მაღალია და ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში ავტომობილის გაჩერება უწევთ, ეს ზეწოლა შეფერხდეს.” - განმარტა წილოსანმა.

წამყვანის კითხვაზე პარკირების სისტემის აპლიკაციის ხარვეზების შესახებ წილოსანმა აღნიშნა, რომ აპლიკაცია თავდაპირველად საპილოტე იყო და ხარვეზები ჰქონდა, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები