მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Virgin Atlantic-ი სამუშაო ადგილებს კიდევ 1150-ით ამცირებს

5f55f9242a5e0
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.20 20:22
755
ბრიტანული ავიაკომპანია Virgin Atlantic-ი სამუშაო ადგილების დამატებით შემცირების შესახებ აცხადებს. ავიაკომპანია დაახლოებით 1 150 თანამშრომლის სახლში გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ 10 000 თანამშრომლიდან 3 500 უკვე გაათავისუფლა, რაც Virgin Atlantic-ის გადარჩენის გეგმის ნაწილია. თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შედეგად, ავიაკომპანიამ 1.2 მლრდ ბრიტანული სტერლინგი დაზოგა, რის შედეგადაც Virgin Atlantic-ს მომდენო 18 თვე უზრუნველყოფილი ექნება.

„სანამ მოგზაურობა ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდება, ავიაკომპანიის გადარჩენა ხარჯების დაზოგვის საფუძველზე უნდა მოხერხდეს. Virgin Atlantic-ის მომავალი აშშ-ბრიტანეთის რეისთან დაკავშირებით ისევ გაურკვეველი რჩება, რაც ავიაკომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს“, - განაცხადა ავიაკომპანიამ.

Virgin Atlantic-ის განცხადებით, ავიაკომპანიისთვის გასული ექვსი თვე გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ ავიაკომპანია კრიზისიდან თავის დაღწევას შეძლებს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის Delta Air Lines-ი, რომელიც Virgin Atlantic-ის 49%-ის წილის მფლობელია, აღნიშნავს, რომ Delta-ს პოზიციების შენარჩუნებას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მზად არის Virgin Atlantic-ის მხარდასაჭერად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები