მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VIRGIN ORBIT-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

642bd8a58e34c
გიორგი თოლორდავა
04.04.23 12:11
505
მილიარდერი ბრიტანელი მეწარმის, რიჩარდ ბრანსონის მფლობელობაში არსებულმა Virgin Orbit-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მზიდი თვითმფრინავის დახმარებით კოსმოსში რაკეტებისა და სატელიტების გაშვება იყო. გარდა ამისა, Orbit-ის ხომალდი აქტიურად გამოიყენებოდა კვლევითი პროექტებისა და ექსპერიმენტების განსახორციელებლად.

2017 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ სატელიტების გაშვების მიმართულებით არაერთ წარმატებას მიაღწია და ის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, თუმცა 2021 წელს ბრიტანეთში ჩატარებული მისია კრახით დასრულდა, რის შემდეგაც კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო.

აღნიშნული მოვლენიდან მალევე კერძო კონტრაქტორებმა Orbit-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი მკვეთრად გაუარესდა. გასული წელი Virgin Orbit-მა $50-მილიონიანი ზარალით დაასრულა და საბოლოო ჯამში ის გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

Orbit-ი რიჩარდ ბრანსონის ჰოლდინგის, Virgin Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელს 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამჟამად მისი ღირებულება საფონდო ბირჟაზე 98%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები