მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვირის რძეზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია" - "სახე-დარის" დამფუძნებელი მიზეზებზე

ვირის რძე

ვირის რძეზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამის შესახებ ვირის ფერმის დამფუძნებელმა თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა ვირის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობადობის ამაღლებამ განაპირობა.

„ადრე თუ წარმადობა სამ დღეში ერთხელ 5-10 ლიტრი მქონდა, ახლა 15 ლიტრი მაქვს დღეში. ყოველდღე 10-12 ლიტრი რძე იყიდება, ანუ 12 პაციენტი მაინც გვყავს. მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ექიმები აგზავნიან ჩემთან პაციენტებს“, - აღნიშნა თემურ ლომიძემ და დასძინა, რომ ამჟამად საქართველოში ყივანახველას შემთხვევებია მომატებული, რის გამოც, ექიმები პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს, სწორედ ვირის რძის მიღებას ურჩევენ.

რაც შეეხება ვირის რძის ფასებს, 1 ლიტრი 80 ლარი ღირს.

„6 თვეა ფასი 10 ლარით გავზარდეთ. ადრე 70 ლარი ღირდა. ფასის ზრდა ვირის საკვების გაძვირებამ განაპირობა“, - აღნიშნა თემურ ლომიძემ.

ვირების ფერმა „სახე-დარი“ 120 სული ვირისგან შედგება. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. გარდა ვირის რძისა, „სახე-დარი“ მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკურ საშუალებებსა და საპნებსაც აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები