აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO სფეროში მუშაობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მეშვეობით. ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიაში მრავალი წელია უწყვეტად მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ვირტუალური თანამშრომლების- რობოტების გამოჩენა მათ გუნდში, რომლებიც განმეორებით, წესებსა და ლოგიკაზე დაფუძნებულ ამოცანებს ასრულებენ.
სტუმრები: თამარ კუხიანიძე - BDO, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი;
ქეთევან ნოზაძე - BDO Digital, Digital Advisory-ის მენეჯერი