მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს“ - რა თანხას იხდის სექტორი გადასახადების სახით ბიუჯეტში?

საქართველოს დროშა

„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს მინიჭებული. ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები კი ბოლო 5 წლის სტატისტიკით მკვეთრადაა გაზრდილი.

კერძოდ, კომპანიებმა 2019 წელს გადასახადების სახით ჯამში 46 მლნ ლარი გადაიხადეს. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, თუმცა მომდევნო 2021 წლიდან მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 67,3 მლნ ლარი. 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 74 მლნ ლარს მიაღწია, 2023 წლის მხოლოდ 8 თვეში კი 61.6 მლნ ლარია გადახდილი.

„მიზანი სწორად დაისვა იმ დროს, როცა მიღებულ იქნა 2011 წელს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“. ამ კანონის მიღება ემსახურებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას საქართველოში, შესაბამისად, მიზანი იყო სწორი. მე ვფიქრობ, რომ იმუშავა. 1200 კომპანიას აქვს სტატუსი დღეის მდგომარეობით, 1200- დან სადღაც 60-65% არის რეალურად აქტიური კომპანია და ესეც არ არის მცირე მაჩვენებელი.

ეს არის ძალიან კონკურენტული ინდუსტრია. უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ძალიან აგრესიულ კონკურენციაში. ჩვენ ვიკვლევდით მსგავს საშეღავათო რეჟიმებს სხვა ქვეყნებშიც IT სფეროსთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალურია ამ მიმართულებით და თამამად უწევს კონკურენციას ისეთ მოწინავე იურისდიქციებს, როგორიცაა საბერძნეთი, პოლონეთი, გაერთიანებული საამიროები და ა.შ

მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიურად ამ ინდუსტრიის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს ამ სექტორს, იყოს მკაფიო და ზუსტი“,-განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები