მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვირუსი WannaCry-ის შემქნელებმა კიბერთავდასხმების დროს 42 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავეს

5919b926b00f9
BM.GE
15.05.17 18:19
1407
ვირუსი WannaCry-ის შემქნელებმა კიბერთავდასხმების დროს 42 000 აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს. მათ ეს თანხა ინტერნეტის მომხმარებელთა მოტყუებით მოახერხეს.
The Times-ის ცნობით, თაღლითებს თანხა თავიანთი ანგარიშიდან ჯერჯერობით არ მოუხსნიათ.

მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები. მუშაობის გასაგრძელებლად, ჰაკერებმა თანხა მოითხოვეს.

თანხა ჯერჯერობით ამოღებული არაა და მას სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ვირუსი WannaCry, რომელიც უკვე მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანაში მოხვდა, მომხმარებლის კომპიუტერებს ბლოკავს და დაზარალებულებისგან $300-ის ექვივალენტის ბიტკოინებს ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები