მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის (არ) შეეხება გამკაცრებული გრანტების კანონი - „ოცნებამ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო;

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დღეს პირველი მოსმენით დაიწყო. პროექტით, გრანტების განმარტება ფართოვდება და შესაბამისი კანონის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. “ქართული ოცნების” ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და პირთა საკმაოდ დიდ წრეს შეეხება. ოცნებაში კი იწმუნებიან, რომ კანონის გამკაცრების მთავარი მიზანი მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებული ე.წ. შავი ხვრელების ამოვსებაა და ის მაგალითად ემიგრანტებზე არ გავრცელდება. ამასთან, დღევანდელ კომიტეტზევე დააყენეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბიზნესის პოლიტიკური აქტივობისთვის, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს. ვის და როგორ შეეხება გრანტების გამკაცრებული კანონი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები