სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა. დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს.
სააგენტოს ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას მოიცავს.
უფლება არ აქვთ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს.
საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა კი უნდა იყოს არანაკლებ სამი თვე.
bm.ge დაინტერესდა, არის თუ არა გრანტის მისაღებად აუცილებელი ორგანიზაცია "რუსული კანონის" რეესტრში იყოს რეგისტრირებული, რაზეც სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მსგავსი ვალდებულება არ არსებობს.
განაცხადების მიღება დაიწყო 2025 წლის 21 ივლისს და გაგრძელდება 11 აგვისტოს ჩათვლით.
კონკურსის პირობების სრულად გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: დეტალურად.


























