საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად რჩება. საერთაშორისო პლატფორმა Speedtest Global Index-ის 2026 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველო მე-17 ადგილზეა.
რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 156.3 Mbps-ია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს.
თუმცა, განსხვავებული სურათია ფიქსირებული ფართოზოლოვანი, ანუ სახლის/ოფისის ინტერნეტის შემთხვევაში. ამ კატეგორიაში საქართველო 149 ქვეყანას შორის 107-ე ადგილს იკავებს, ხოლო მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 50.8 Mbps-ს შეადგენს.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მეზობლებს ამ მიმართულებით უკეთესი შედეგები აქვთ. აზერბაიჯანი ფიქსირებული ინტერნეტის რეიტინგში 84-ე ადგილზეა 92.2 Mbps-ით, ხოლო სომხეთი 85-ე პოზიციას იკავებს 91.7 Mbps-ით.
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 760.93 Mbps-ს აღწევს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეიტინგს კი სინგაპური ლიდერობს, სადაც იგივე მაჩვენებელი 447.75 Mbps-ია.
Speedtest Global Index-ის რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების მიერ ჩატარებული მილიონობით ინტერნეტის სიჩქარის ტესტის საფუძველზე დგინდება და ყოველთვიურად ახლდება.
| # | ქვეყანა | მეგაბიტი/წმ (Mbps) - მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2026 წლის ივნისის მდგომარეობით |
| 1 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 672.87 |
| 2 | კატარი | 561.28 |
| 3 | ქუვეითი | 379.28 |
| 4 | ბაჰრეინი | 267.68 |
| 5 | ბრაზილია | 265.68 |
| 6 | ბრუნეი | 254.17 |
| 7 | სამხრეთ კორეა | 240.68 |
| 8 | საუდის არაბეთი | 227.99 |
| 9 | ბულგარეთი | 206.87 |
| 10 | აშშ | 197.34 |
| 11 | ჩრდილოეთ მაკედონია | 192.48 |
| 12 | ჩინეთი | 179.33 |
| 13 | თურქეთი | 179.17 |
| 14 | დანია | 176.61 |
| 15 | სინგაპური | 174.36 |
| 16 | ესტონეთი | 172.73 |
| 17 | საქართველო | 168.84 |
| 18 | ომანი | 164.61 |
| 19 | ნიდერლანდები | 164.06 |
| 20 | ვიეტნამი | 156.48 |
| 21 | კოსოვო | 156.09 |
| 22 | ნორვეგია | 155.52 |
| 23 | მალაიზია | 155.05 |
| 24 | სერბეთი | 152.36 |
| 25 | ხორვატია | 148.86 |
| 26 | სლოვენია | 148.28 |
| 27 | შვედეთი | 145.64 |
| 28 | საბერძნეთი | 145.06 |
| 29 | პორტუგალია | 143.32 |
| 30 | ლატვია | 143.25 |
| 31 | საფრანგეთი | 143.17 |
| 32 | ბელგია | 143.14 |
| 33 | ახალი ზელანდია | 141.29 |
| 34 | ლიეტუვა | 138.04 |
| 35 | ტაილანდი | 137.04 |
| 36 | ფინეთი | 131.02 |
| 37 | ინდოეთი | 129.78 |
| 38 | დომინიკელთა რესპუბლიკა | 125.4 |
| 39 | სლოვაკეთი | 122.05 |
| 40 | პოლონეთი | 119.97 |
| 41 | ავსტრალია | 116.26 |
| 42 | ავსტრია | 116.09 |
| 43 | შვეიცარია | 115.78 |
| 44 | ტაივანი | 112.25 |
| 45 | კვიპროსი | 112.21 |
| 46 | აზერბაიჯანი | 98.61 |
| 47 | კანადა | 97.97 |
| 48 | ჩეხეთი | 95.67 |
| 49 | კამბოჯა | 93.62 |
| 50 | უნგრეთი | 93.48 |
| 51 | იტალია | 93.15 |
| 52 | ესპანეთი | 93.12 |
| 53 | ყაზახეთი | 89.75 |
| 54 | ჰონგ-კონგი (SAR) | 89.38 |
| 55 | ჩილე | 85.82 |
| 56 | რუმინეთი | 84.59 |
| 57 | ირლანდია | 84.19 |
| 58 | მაროკო | 76.54 |
| 59 | დიდი ბრიტანეთი | 75.57 |
| 60 | ალჟირი | 75.32 |
| 61 | სომხეთი | 74.32 |
| 62 | მოლდოვა | 73.05 |
| 63 | სამხრეთ აფრიკა | 70.48 |
| 64 | უკრაინა | 70.2 |
| 65 | ისრაელი | 70.16 |
| 66 | ერაყი | 69.78 |
| 67 | კოსტა-რიკა | 69.68 |
| 68 | იაპონია | 67.85 |
| 69 | არგენტინა | 67.54 |
| 70 | ეკვადორი | 63.22 |
| 71 | შრი-ლანკა | 63.1 |
| 72 | ინდონეზია | 62.98 |
| 73 | უზბეკეთი | 62.87 |
| 74 | ფილიპინები | 61.28 |
| 75 | გვატემალა | 60.22 |
| 76 | ტუნისი | 55.81 |
| 77 | ეგვიპტე | 51.42 |
| 78 | ყირგიზეთი | 50.72 |
| 79 | პერუ | 50.56 |
| 80 | იორდანია | 48.02 |
| 81 | ნიგერია | 46.17 |
| 82 | კოლუმბია | 45.48 |
| 83 | კენია | 45.38 |
| 84 | ლაოსი | 44.41 |
| 85 | ჰონდურასი | 42.32 |
| 86 | მექსიკა | 40.17 |
| 87 | ლიბანი | 38.23 |
| 88 | ბანგლადეში | 37.83 |
| 89 | ელ-სალვადორი | 37.63 |
| 90 | პანამა | 34.99 |
| 91 | სუდანი | 33.05 |
| 92 | პაკისტანი | 30.32 |
| 93 | ვენესუელა | 28.4 |
| 94 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 28.24 |
| 95 | ნიკარაგუა | 28.13 |
| 96 | ლიბია | 20.96 |
| 97 | ავღანეთი | 18.32 |
| 98 | ბოლივია | 16.55 |
SpeedTest-ის ვებგვერდზე მობილური ინტერნეტის სექციაში სულ 98 ქვეყნის შედეგებია წარმოდგენილი.




























