საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე მეტ კადრს გაყიდვების, ადმინისტრაცია - მენეჯმენტის და ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში ეძებენ. ბოლო ანალიტიკის მიხედვით, დასაქმების პორტალებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობა მზარდია. ამასთან ერთად იზრდება იმ დასაქმებულების რიცხვიც, რომლებიც 2 400 ლარამდე ხელფასს იღებენ. როგორ იცვლება შრომის ბაზარი?