მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში Radisson RED-ის მშენებლობას გეგმავს

5bd07661afbd9
BM.GE
24.10.18 17:38
6994
კომპანია „პლაზა ჯგუფი“ საერთაშორისო კომპანია „რადისონის სასტუმროების ჯგუფთან“ პარტნიორობის ფარგლებში მაღალი კლასისა და თანამედროვე დიზაინის სასტუმრო „რადისონ რედ ძველი თბილისის“ (“Radisson RED Tbilisi Old Town ”) მშენებლობის პროექტს იწყებს.

გეგმის მიხედვით, სასტუმრომ სტუმრების მიღება, 2020 წლიდან უნდა შეძლოს. სასტუმრო თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ცნობილ, ძველი შენობაში განთავსდება.

როგორც ცნობილია საქართველოში რადისონის ბრენდის სასტუმროებს ფლობს კომპანია სილქროუდიც, თუმცა კიდევ ერთ ახალ პროექტთან სილქროუდს კავშირი არ აქვს.

როგორც „პლაზა ჯგუფში“ bm.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული ქონების მესაკუთრე შპს ტელეგრაფია. მათივე ცნობით, პლაზა ჯგუფის და შპს ტელეგრაფის ბენეფიციარებს ასევე ეკუთვნით კომპანია შპს პლაზა.

რაც შეეხება შპს ტელეგრაფს - კომპანიის ხელმძღვანელი ვალერიან მიღდისელია, მისი მფლობელები კი საქართველო-რუსეთის მოქალაქეები კნიაზ დასენი და ტიტალ დასენი არიან, ისინი კომპანიის 50-50%-ს ფლობენ. კომპანია საქართველოში 2015 წელს დარეგისტრირდა.

როგორც ცნობილია კნიაზ და ტიტალ დასენები ქართული ოცნების წევრის ისკო დასენის შვილები არიან.

კომპანიამ ფოსტის ყოფილი შენობა ჯერ კიდევ 2016 წელს აუქციონის გზით 5 750 000 ლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის 44/ჭოროხის 9 ნომერში განთავსებულ შენობებში 130, 200 და 336 (სულ 666) კვ.მეტრი ფართი პირდაპირი მიყიდვით შპს "ტელეგრაფს" 2018 წლის დასაწყისშიც გადასცა. შენობა, რომელიც საქართველოს ფოსტის ყოფილი ოფისის გაყოლებაზეა და კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანიამ 415 453 ლარად იყიდა. ერთადერთი მოთხოვნა რაც მთავრობამ კომპანიას წაუყენა, ძეგლის მოვლა-პატრონბაზე, 3 თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება იყო.

გარდა ამისა, კნიაზ და ტიტალ დასენი საქართველოში სხვა კომპანიების მფლობელებიც არიან. მაგალითად, მათ მფლობელობაშია შპს ნევადა, რომლის დირექტორიც ასევე ვალერი მიღდისელია.

კომპანია შპს ფინპორტის 75% მფლობელია ტიტალ დასენი. აღნიშნული კომპანია მიკროკრედიტების გამცემი ორგანიზაციაა. ეს არ არის დასენების ერთადერთი კომპანია, რომელიც საფინანსო სექტორს უკავშირდება. კერძოდ, კნიაზ დასენი მიკრისოფანინასო ორგანიზაციის „ლიდერ კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო ტიტალ დასენი კი ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

კნიაზ დასენი ფიქსირდება კომპანია შპს ლიდერ-ბონუსის 100% წილის მფლობელად, ეს კომპანია კი ლატარიებისა და სხვა მოგებიანი თამაშების მომწყობი ორგანიზაციაა. ასევე კნიაზ დასენის მფლობელობაშია შპს მასტერ ოქეი.

კნიაზ დასენი ფლობს წილს შპს კრისტალბეთში, - კერძოდ 22.5%-ს. ეს კომპანია როგორც ცნობილია ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოს ფლობს.












გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები