მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც პარაგრაფის მიმდებარედ 47 468 კვ.მ არეალზე განაშენიანების ნებართვა მიიღო?

პარაგრაფი

სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარედ 47468 კვ.მ არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა.

კომპანია, დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ფლობს, ვი არ შეკვეთილი რესორტ-ია, რომლის 100% ვი არ ლისის საკუთრებაა, რომლის მფლობელი და დირექტორიც ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძეა. სწორედ ის არის შეკვეთილში არსებული ტერიტორიის მფლობელი კომპანიის დირექტორიც.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა:

  • სასტუმრო;
  • სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი;
  • დასასვენებელი სახლები;
  • სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტები;
  • კვების ობიექტები;
  • გართობისთვის განკუთვნილი მომსახურებების ობიექტები;
  • მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების ობიექტები;
  • ავტოსადგომი;
  • დასაშვები სახეობებისათვის დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები.

დოკუმენტში წერია ისიც, რომ დამკვეთის მოთხოვნით, ტერიტორია სასტუმრო "პარაგრაფის" კონტექსტში უნდა განაშენიანდეს.

საპროექტო წინადადება ითვალისწინებს საპროექტო არეალზე ტურისტული კომპლექსის მოწყობას
მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ტერიტორია დაიქსელება სამანქანო
გზებით. დაიყოფა ნაკვეთებად. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი გათვალისწინებულია
მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის შენობებისთვის. ამ შენობაში განთავსდება დაახლოებით 398
სასტუმროს ტიპის ნომერი, კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები,
მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები დაახლოებით 199
მანქანაზე.
ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაეთმობა ინდივიდუალურ დასასვენებელ სახლებს.
ტერიტორიის უკუდურეს დასავლეთით მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის საძირკვლის არმქონე მსუბუქი
კონსტრუქციები, როგორიცაა საჩრდილობლები და ასაწყობი კონსტრუქციის საცურაო აუზი.

დოკუმენტის მიხედვით, განაშენიანების ეტაპები და რიგითობა:

1. პირველ ეტაპზე იგეგმება საპროექტო საინჟინრო ქსელის მოწყობა
2. საპროექტო გზების მოწყობა
3. საპროექტო ღობეების მოწყობა
4. სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება
5. საპროექტო დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების აშენება.


VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დარწმუნებულები ვართ, შავი ზღვისპირეთში ძალიან მალე მივიღებთ საცხოვრებლად საუცხოო გარემოს - VR Holding-ის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები