მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის რესტორანი "ქვევრი", სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?

ქვევრი

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა.

„ტვ პირველის“ ცნობით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და მეწილე ლაშა ბასლანძეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

bm.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის რესტორანი ქვევრი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტიბუა და ბასლანძე რეესტრში რესტორნის თანამფლობელებად მითითებული არ არიან. 2024 წელს რეგისტრირებული თბილისის და ბათუმის " ქვევრის" წილის 100%-ს ბასლანძე ფლობს და ისაა დირექტორიც.

რაც შეეხება შპს დს ჯგუფ-ს, სადაც რესტორანი მდებარეობს მისი წილის 100%-ის მფლობელი შალვა ტიბუაა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მფლობელსა და მმართველს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავაა დაპირისპირების მიზეზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები