მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი", რომელიც სებ-მა დააჯარიმა?

სებ

ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი" 2 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი, დოკუმენტაციის წარდგენის წესის დარღვევაა.

"დაჯარიმების მიზეზი, კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე", - წერს ეროვნული ბანკი.

2009 წლის სექტემბერში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძეა, რომელიც პოსტს 2007-2008 წლებში იკავებდა. წევრები კი, მიხეილ გვენცაძე და თენგიზ ლაშხი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები