მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეეხება ამნისტია სახელმწიფო მიწის უკანონოდ მითვისებისთვის?

მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა გასულ კვირას დაიწყეს.

პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.

ვის და როგორ შეეხებათ ამნისტია და მეორე მხრივ, როგორ მიმდინარეობს მიწების საყოველთაო რეგისტრაცია?

სტუმარი: თეო ზაქარაშვილი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მთავარი იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები