მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეხვდება ჯოზეფ ბორელი საქართველოში და რა საკითხებზე?

ბორ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში იმყოფება.

მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, ვისთან აპირებს შეხვედრას და რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.

„ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და ჩვენ განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც ამ დროის არსებობს [12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში] და ვისაუბრებთ იმ სამუშაოზე, რომელიც ჯერ ისევ გასაწევია, რომ საქართველომ გამოიყენოს ის მცირე დრო რაც დარჩა და შეასრულოს რეფორმები რომელიც საჭიროა.

აქ ასევე ვარ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა იმ 15-წლიან მუშაობას, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია აწარმოებს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში - 2008 წელს დაიწყო ეს მისია და მას შემდეგ მისიის წევრები ყოველდღიურად პატრულირებენ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მათ ვეწვიოთ და ვნახოთ როგორ მუშაობენ ისინი “, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები