მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa და TNET ციფრული გადახდების მხარდასაჭერად საქართველოში ახალ კამპანიას იწყებენ

Visa და TNET ციფრული გადახდების მხარდასაჭერად საქართველოში ახალ კამპანიას იწყებენ
02.04.24 10:13
245
სტატიაში საუბარია:

Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან - TNET-თან პარტნიორობით, ბაზრის მასშტაბური ტოკენიზაციის კამპანიას (Market Wide Tokenization Campaign) იწყებს, საქართველოში ციფრული გადახდების განვითარებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიზნით.

კამპანია დაიწყო მიმდინარე წლის 1 აპრილს და დასრულდება 31 მაისს. გათამაშება კი ჩატარდება 2024 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 50 პრიზიდან ერთ-ერთი:

  • ავტომობილი – Volvo XC60 Denim Blue
  • 3 ცალი 5000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი
  • 6 ცალი TKT Fly-ის 1000 ლარიანი ვაუჩერი
  • 20 ცალი TKT Fly-ის 500 ლარიანი ვაუჩერი
  • 20 ცალი Vendoo.ge-ის 500 ლარიანი ვაუჩერი

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Visa ბარათით, Apple Pay-ისა და Google Pay-ის მეშვეობით, მინიმუმ 10 ლარის ღირებულების ტრანზაქციის განხორციელება TNET-ის შემდეგ პლატფორმებზე: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Super App, Vendoo.ge, Livo.ge და TKT.ge. თითოეული მსგავსი ტრანზაქციის შესრულებისას მონაწილე მიიღებს გათამაშების ერთ ბილეთს.

„Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, 25 წელია საქართველოში ავითარებს ელექტრონულ გადახდებს, ბიზნეს ეკოსისტემას და ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ორი ათეული წლის განმავლობაში, დავნერგეთ არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია, და წვლილი შევიტანეთ ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაციაში. ამჯერად, მომხმარებლების გამოცდილების სრულყოფის და

ციფრული გადახდების წახალისების მიზნით, ახალ კამპანიას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც Visa ბარათის მფლობელებსა და TNET-ის მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოიგონ შთამბეჭდავი პრიზები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

"ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო რომ გახდეს TNET ის ციფრული ეკოსისტემა, რომელსაც ათი ათასობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ Visa-სთან ერთად, დავიწყეთ 2 თვიანი გათამაშება, რომელიც გამარჯვებულებს ძალიან განსხვავებულ და სასიამოვნო საჩუქრებს ჰპირდება", - თქვა გიორგი ჩუმაშვილმა, TNET-ის გენერალურმა დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://tnet.ge/tnet_visa.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები