მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VISA-ს სისტემაში უკონტაქტო ტრანზაქციებით საქართველო მსოფლიო ლიდერი გახდა - დიანა კიღურაძე

63d371b461feb
გიორგი თოლორდავა
27.01.23 12:10
1569
სტატიაში საუბარია:
უკონტაქტო ტრანზაქციების შეღწევადობით 2022 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში შემდგარი ტრანზაქციების უმეტესობა უკონტაქტო გადახდის მეთოდებით განხორციელდა, - ამის შესახებ Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა, დიანა კიღურაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„2022 წლის მდგომარეობით, უკონტაქტო ტრანზაქციების შეღწევადობით საქართველო Visa-ს სისტემაში მსოფლიო ლიდერი ქვეყანა გახდა. დავიბრუნეთ პირველობა და გადავასწარით ავსტრალიას, რომელიც აქამდე რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორი ტექნოლოგიური ქვეყანა ვართ და რამდენად ღიაა ქართველი მომხმარებელი ინოვაციების მიმართ.

ამ რეიტინგში პირველობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ტრანზაქციიდან თითქმის ათივე უკონტაქტოდ ხორციელდება, ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ბარათით, ასევე მობილური ტელეფონით (Google Pay და Apple Pay)“, - განაცხადა დიანა კიღურაძემ.

ცნობისთვის, Visa მსოფლიოს რიგით მე-12 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 475 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები