მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ“ - პაატა იმნაძე

611654d067e81
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 09:00
7732
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ ნათქვამს, რომ ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკი ჯერ კიდევ წინ არის და ამბობს, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ვებინარზე მან მოქალაქეებს აცრისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდა და დელტა შტამის თავისებურება განმარტა:

„დელტა შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ და მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან წესებს არ იცავენ, გარეთ დადიან და ინფექციას კიდევ უფრო ავრცელებენ. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები