მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისაც შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, მათთვის სესხის აღებისას რეგულაციის დაწესება ლოგიკურია"

5bd05432cd1b2
ლევან თაღიაშვილი
24.10.18 15:40
674
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, იმ ადამიანებზე რეგულაციების დაწესება, ვისაც შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვთ ლოგიკურია, თუმცა მისი და სების პოზიცია განსხვავდება ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში.

„რაც შეეხება დაბალშემოსავლიან ადამიანებს და რეგულაციებს, ვფიქრობთ, რომ ვისაც შემოსავალი აქვთ 1000 ლარზე ნაკლები აქ ლოგიკურია ის, რომ იყოს მკაცრი რეგულაციები და შესაბამისად ძალიან დიდი სესხების გაცემა არ მოხდეს, მაგრამ ბოლო 1 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა ეროვნულ ბანკთან და ვფიქრობთ, რომ ის ახალი რეგულაციები მკაცრი გამოდის საშუალო და მაღალშემოსავლიან ადამიანებზე და აქ გვაქვს განსხვავება ხედვებში ანუ თუ ახალი რეგულაციები ამოქმედდება 1 ნოემბერს როგორი ზრდა იქნება 2019 წელს. საბანკო ასოციაციის პოზიციაა რომ თუ რეგულაციები ამოქმედდება ზრდა იქნება საკმაოდ დაბალი, შესაბამისად განსხვავება არსებობს ჩვენს ხედვებს შორის.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები