მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისაც სურს თანხის გადმორიცხვა რუსეთიდან საქართველოში, სხვა გზასაც იპოვის"

5d2487113f0bd
სალომე მეცხვარიშვილი
09.07.19 16:40
1092
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ვარაუდობს, რომ სანქციები რუსეთის მხრიდან შეიძლება ღვინოზეც დაწესდეს და ფულად გზავნილებზეც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვა შეწყდება.

"ადამიანები, რომლებსაც სურთ თანხების გადმოგზავნა საქართველოში, ამისთვის სხვა გზებსაც იპოვიან. დიახ, ეს თავისტკივილი იქნება მათთვის, თუმცა ეს ფული მაინც მოხვდება საქართველოში სხვა გზებით", - აცხადებს ფადი ასლი.

მისივე შეფასებით, ტურისტულ ემბარგოს დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ ექნება, თუმცა თუ სხვა სანქციებიც ამოქმედდა, საქართველოს ეკონომიკას სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება.

"ამავე გზაზე გავიარეთ 2005 წელს, მაშინ ქართული ეკონომიკა რუსეთზე უფრო დამოკიდებული იყო, ვიდრე ახლა ვართ. დიახ, ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე, თუმცა ეს ძალიან არ დაგვაზარალებს. ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ეკონომიკამ სრული რეაბილიტაცია მოხადინოს. მგონია, რუსული ბაზარი ისევ ღია უნდა დარჩეს, მაგრამ ბიზნესმა უნდა გაათვიცნობიეროს, რომ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. შეიძლება, სხვა სანქციებიც იყოს მოსალოდნელი, თუმცა ვფიქრობ, ტურისტული სანციები დიდად არ დაგვაზარალებს, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც უშუალოდ არიან მასზე დამოკიდებული. რაც შეეხება ღვინოს, ეს ბაზარი არ არის მკვეთრად დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენ ადრე გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით", - აცხადებს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები