მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისაც საქართველოდან გასვლა აინტერესებს, ვფიქრობ, ინდოეთი საინტერესოა" - ბაღდოშვილი გასტრობიზნესზე

შეფი

ქართული კულინარია მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც ქართული გასტროტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქართული კვების ობიექტების გახსნით არაერთი ადგილობრივი ბიზნესია დაინტერესებული. ამაზე მოწმობს ის გეგმებიც, რაც ქართველ შეფმზარეულებს ევროპის მასშტაბით აქვთ. ერთ-ერთია რესტორანი „ჩვენი“ და მისი დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი, რომელიც სექტემბერში ქართულ რესტორანს ლისაბონში ხსნის, იქამდე კი ქართული კულინარიის გაცნობისთვის მასტერკლასებს ინდოეთში მართავს.

როგორც ბაღდოშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ნიუ დელიში ადგილობრივებისთვის და არამხოლოდ, ქართული კერძების გაცნობისთვის არაერთი დეგუსტაცია გაიმართა.

"ცოტა საშიშია დიდი ტრადიციის და კულინარიის ქვეყანაში პატარა ქვეყნის სამზარეულოს ჩატანა, მაგრამ ნამდვილად დიდი ფურორი მოახდინა ქართულმა სამზარეულომ. წამყვანი კულინარიის სკოლაში ჩავატარე მასტერკლასები და დიდი ემოცია გამოიწვია იმან, რომ ერთი ცომის გუნდისგან შეიძლება მრავალფეროვანი ხაჭაპურების გაკეთება, ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ფხალეულმა. ინდოეთში ზედმეტად გადახარშული და ცხარე კერძები აქვთ, უამრავი სუნელით. ჩვენ შევძელით ამის გამოსწორება და მივეცით მათ ნედლი გემო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ინდოეთის ბაზარი ძალიან დიდია, ბიზნესი კარგად მიდის, მომსახურე პერსონალის ჭარბი რაოდენობაა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს. ვისაც [გასტრობიზნესს] აინტერესებს საქართველოდან გასვლა, ვფიქრობ, ინდოეთი საინტერესო იქნება. ქართული კერძების დიდი მოყვარულები გახდნენ ამ 15-დღიანი მასტერკლასების ფარგლებში, შეიძლება ითქვას სრული ანშლაგით მიმდინარეობს დეგუსტაცია-შეხვედრები.“ - განაცხადა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები