მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვისაც ყველაზე ძვირფასს ანდობ...“ - „ავერსის კლინიკის“ 18-წლიანი ისტორია & ტექნოლოგიური ევოლუცია

ათწლეულების წინ, მძიმე დიაგნოზი ადამიანებს არჩევანს არ უტოვებდა - გადარჩენის ერთადერთი შანსი ქვეყნის დატოვებაზე გადიოდა. იმედის ძიება ყოველთვის საქართველოს საზღვრებს მიღმა იწყებოდა, ფიზიკურ თუ ემოციურ ემიგრაციაში, რადგან ადგილობრივი მედიცინის მიმართ ნდობა, უბრალოდ, არ არსებობდა. სწორედ ამ უიმედობის დასამსხვრევად, 2007 წელს მარნეულში გახსნილი პირველი ამბულატორიით, ავერსმა საფუძველი სრულიად ახალ სამედიცინო ეპოქას ჩაუყარა. მისია თავიდანვე მკაფიო იყო, მოსახლეობისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტიანი და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა მიეწოდებინა, სიცოცხლის გადარჩენა უცხო ქვეყნის ვიზაზე დამოკიდებული აღარ უნდა ყოფილიყო. მარნეულის ფილიალი მხოლოდ ათვლის წერტილი აღმოჩნდა იმ სპირალური აღმასვლის, რითაც ავერსის კლინიკამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოება დაიწყო. განვითარების ყოველი ახალი ბრუნი მედიცინის ხარისხთან ერთად, გეოგრაფიულ არეალსაც ზრდიდა. 18-წლიანი უწყვეტი ევოლუცია უკვე 34 ლაბორატორიად და 18 ფილიალად კონვერტირდა, სადაც ყოველდღიურად 2500-ზე მეტ პაციენტს 2300-მდე პროფესიონალი ემსახურება. თუმცა, რიცხვებს მიღმა მთავარი ხომ მაინც შინაარსია. პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა - როგორც ამბობენ, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობით იქმნება ჯანდაცვის ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ევროპულ მედიცინას ადგილს ჩვენს ქვეყანაშიც უმკვიდრებს. დასავლური ხარისხის მთავარი გარანტი კი უტყუარი დიაგნოზია. დიაგნოზი, რომელსაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები სვამს. ავერსის მულტიპროფილური კლინიკის რადიოლოგიური დეპარტამენტი ზუსტად ის ბირთვია, რომელიც უხილავ მტერთან ბრძოლას ინტელექტით იგებს. აქ კარგად იციან, რომ უახლეს სადიაგნოსტიკო აპარატურაში ჩადებული ინვესტიციის საუკეთესო უკუგება მოგებული დროა, დრო, რომელიც ადამიანის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიაგნოზის დასმის შემდეგ გადარჩენისთვის ბრძოლის მთავარი ეტაპი იწყება. პირველობა არც ამ გზაზე დათმეს. კლინიკამ, რეგიონის მასშტაბით, პირველმა ითავა ნეიროქირურგიული დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა და მედიცინის აბსოლუტური მწვერვალი - ულტრათანამედროვე დანადგარი, გამა-ნაიფი დანერგა. არანაირი სკალპელი, არავითარი სისხლი და განაკვეთი - ასეთია გამა-ნაიფი. რადიოქირურგიის თანამედროვე, აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი. და ასეთია ავერსის მზრუნველობის სტანდარტი - გადაარჩინო სიცოცხლე ისე, რომ ადამიანს ტრავმა არ მიაყენო. სწორედ ამ ტექნოლოგიურმა გარღვევამ შემოაბრუნა სამედიცინო მიგრაციის ვექტორიც - დღეს, გადარჩენის იმედით უცხოეთში გაქცეული ქართველების ნაცვლად, ავერსის კლინიკა უკვე თავად მასპინძლობს უცხოელ პაციენტებს. დაუმარცხებლის დამარცხებასთან ერთად, კლინიკის უმთავრესი მისია ადამიანების ცხოვრების ხარისხზე ზრუნვაა. სრულფასოვანი ცხოვრება კი მკვეთრი ფერების გარეშე წარმოუდგენელია.ამაზეც იზრუნეს! ც მომავალი აწმყოში გადმოიტანეს და მხედველობის ლაზერული კორექცია უახლესი, SMILE Pro ტექნოლოგიით დანერგეს. 9-წამიანი სასწაულის უკან, რომელიც დაკარგულ სამყაროს მომენტალურად გიბრუნებს, ხელოვნური ინტელექტი დგას. პროფესიონალების კვალიფიკაციისა და AI-ს უშეცდომო გონების ტანდემი კი, როგორც ამბობენ, ქმნის იმ რეალობას, სადაც უხილავი ტექნოლოგია სამყაროს ყველაზე მკაფიოდ დანახვის გარანტიას გაძლევს. გამა ნაიფის უხილავი სხივები თუ SMILE Pro-ს 9-წამიანი სასწაული, საბოლოოდ, მხოლოდ ინსტრუმენტებია. 18-წლიანი ისტორიის მთავარი მონაგარი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პირველობა, არამედ ის ნდობაა, რომელიც არც უახლეს აპარატურას მოჰყვება და ვერც კომფორტულ პალატებში იბადება. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ზუსტად იცი, რომ შენი სიცოცხლე აქ სხვისთვისაც ისეთივე ღირებულია, როგორც შენთვის. გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამ განცდამ აქცია ავერსის კლინიკა იმ მთავარ მისამართად, რომელსაც გადარჩენის იმედით ადამიანები პლანეტის ოთხივე კუთხიდან აკითხავენ და რომელიც ათასობით გადარჩენილი ისტორიით გვიმტკიცებს, თუ რას ნიშნავს, იყო ის ვისაც ადამიანი ყველაზე ძვირფასს, საკუთარ სიცოცხლეს ანდობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები