საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.
ამ შეხვედრიდან ისრაელის ელჩი „ანალიტიკა“–ს სტუდია ეწვია. პირდაპირ ეთერში ჰადას ესტერ მეიცადმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან იმაზეც ისაუბრეს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის დეტალებზე. საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა საკუთარი სიმპათია და ემპათია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან მძიმე ვითარებაში არიან ამჟამად ისრაელში. ასევე – განვიხილეთ სხვადასხვა ფაქტორები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში,“ – აღნიშნა ჰადას მეიცადმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა.