მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიშივანკა“ - თბილისში უკრაინული რესტორანი გაიხსნა

63e23f375caef
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 16:37
2933
„ვიშივანკა“ - ასე ეწოდება თბილისში, პეკინის ქუჩაზე დეკემბერში გახსნილ ახალ რესტორანს, რომელიც სტუმრებს მოდერნიზებულ უკრაინული კერძებსა და ქართულ ღვინოს სთავაზობს.

როგორც BM.GE-ს რესტორნის თანადამფუძნებელმა და შეფ-მზარეულმა ცოტნე მაისურაძემ უთხრა, უკრაინული რესტორნის გახსნის იდეა გასული წლის ნოემბერში გაუჩნდათ და მისი მოწყობა და ამოქმედება 120 000 ლარის პირადი ინვესტიციით შეძლეს.



„ვიშივანკა“ უკრაინული ნაქარგობაა. ჩვენ უკრაინას სოლიდარობას ვუცხადებთ და რესტორნის სახელიც სწორედ აქედან შეირჩა, ამასთან ვფიქრობთ, რომ საქართველოში უკრაინული მოდერნიზებული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა არ გვქონდა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ სტუმრებს ტრადიციული უკრაინული კერძები საავტორო ინტერპრეტირებით შეგვეთავაზებინა. ამასთან, საქართველო-უკრაინის მეგობრობის აღსანიშნად, ქართული ღვინისა და უკრაინული სამზარეულო ერთმანეთს შევუხამეთ და სტუმრებს შევთავაზეთ. სტუმრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მომხმარებელთა შორის არიან, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები“, - აღნიშნა ცოტნე მაისურაძემ და დასძინა, რომ დღეს სტუმრები ყველაზე მეტად კიევურ კატლეტს, ბორშს და ხორცის და თევზის პილმენს უკვეთავენ, თუმცა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბლინები ხიზილალით და კარაქში გამომცხვარი ნივრით, ასევე ბლინი ავოკადოთი და ორაგულით, კარტოფილის ვარენიკი კარამელიზირებული ხახვით და ა.შ.

დღეს უკრაინული რესტორანი სრული დატვირთვის მუშაობს და ერთდროულად 35-40 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. ობიექტი 13 სამუშაო ადგილს ქმნის. „ვიშივანკას“ საავტორო უკრაინული კერძების დაგემოვნება მომხმარებელს "ბოლტის" გამოძახების სერვისითაც შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები