მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისკის ომი" დიდ ბრიტანეთში - რას ედავება შოტლანდია ინგლისს?

ვისკი

ბრიტანეთის მთავრობამ ინგლისურ ერთალაოიან ვისკის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, რითაც შოტლანდიელი მწარმოებლების მწვავე უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, შოტლანდიური მხარის მთავარი პრეტენზია წარმოების განსხვავებულ სტანდარტებს უკავშირდება. შოტლანდიური რეგულაციებით, ერთალაოიანი ვისკის დადუღება, გამოხდა და დამუშავება ერთ კონკრეტულ საწარმოში უნდა განხორციელდეს. ინგლისური პროდუქციის შემთხვევაში კი წესები ცალკეული ტექნოლოგიური ეტაპების სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებას უშვებს.

შოტლანდიური ინდუსტრიის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია SWA-ს ხელმძღვანელის, მარკ კენტის შეფასებით, მსგავსი დაშვება ერთალაოიანი სასმლის ტრადიციულ რეპუტაციას საფრთხეს უქმნის.

პარალელურად, English Whisky Guild-ის წარმომადგენლის, ტაგორ რამოუტარის განცხადებით, ოფიციალური პრეტენზიის წარსადგენად შოტლანდიურმა მხარემ რეპუტაციული ან ფინანსური ზიანი უნდა დაამტკიცოს.

The English Distillery-ის მფლობელმა, ენდრიუ ნელსტროპმა შოტლანდიელთა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მისი განმარტებით, ბოლო ოთხ წელიწადში ინგლისურმა ვისკიმ მსოფლიოში საუკეთესო ერთალაოიანი სასმლის ტიტული სამჯერ მოიპოვა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინგლისში ვისკის წარმოების სექტორი სწრაფი ტემპით იზრდება. ქვეყანაში უკვე 70-ზე მეტი საწარმო ფუნქციონირებს და პროდუქცია 30-ზე მეტ სახელმწიფოში გადის. ინგლისური ინდუსტრიის საბაზრო შეფასება ამჟამად £1 მილიარდს ($1.3 მლრდ.) აღწევს. შედარებისთვის, შოტლანდიურ ვისკის ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად £5 მილიარდზე ($6.5 მლრდ.) მეტი შეაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები