„ვისოლ ჯგუფი“ „საბვეისთან“ ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის. გუშინ, თბილისი მარიოტში, „ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ამერიკული სარესტორნო ქსელის, „საბვეის“ დელეგაცია დაესწრო.