მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"ვისოლის" გენერალური დირექტორი: საწვავის ფასის კლება გარდაუვალია

„სასიკეთო ტრენდი, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა, უახლოეს პერიოდში  ქართულ ბაზარზეც აისახება“,  - ეს განცხადება "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ "საქმის კურსის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ფასის კლება გარდაუვალია და ეს პროცესი თანმიმდევრულად მოხდება.

ვასილ ხორავას ინფორმაციით, პირველადი ცვლილებები ფასებმა უკვე განიცადა, 2-5 თეთრის ფარგლებში, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია უფრო მეტს მოითხოვს.

ცნობისთვის: საწვავზე ფასების მოსალოდნელი კლების შესახებ, ნავთობიმპორტიორთა კავშირმაც განაცხადა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები